თეგი: მატეუშ მორავიეცკი

ბორის ჯონსონი: პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსულ ტაქტიკას იყენებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად ვარშავაში პრესკონფერენციას მართავს. ჯონსონი ამბობს, რომ „ტრაგედია“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა იწინასწარმეტყველეს, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრით, მოსალოდნელზე უარესია. ჯონსონმა ამას ევროპის კონტინენტზე კატასტროფა უწოდა, სადაც პოლონეთი ასევე ფრონტის ხაზზეა. ჯონსონის თქმით, „აშკარაა, რომ პუტინი მზად არის, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაკეტების გამოყენებით ბავშვების მოსაკლავად. ჯონსონი იმყოფებოდა პოლონეთში და ხვდება მთავარ ევროპელ მოკავშირეებს, რათა განიხილონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობის მოწოდებების გამო, პოლონეთში კაცი დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) დააკავა კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი. პოლონეთის უშიშროების სამსახურის სპიკერის, სტანისლავ ჟარინის თქმით, ეჭვმიტანილი პიოტრ უ. ქალაქ ბელჩატოვში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებული კაცი Facebook-ზე უხეშ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აქვეყნებდა.  „ეჭვმიტანილმა ასევე გამოიყენა სოციალური მედია "პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და პოლიციის ოფიცრების მკვლელობის მოწოდებისთვის", - განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს. პიოტრ უ. უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდა.  

უკრაინა NATO-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება - მორავიეცკი

უკრაინა NATO-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ მან დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება მოკლე გზით, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. „მაშინაც კი, თუ უკრაინა დღეს არ არის ნატო-ს ნაწილი, ის იბრძვის მისი ინტერესებისთვის, იმ გაგებით, რომ იცავს სასტიკი რუსული ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატო-ს ბევრ ქვეყანას“, - აღნიშნა მორავიეცკიმ. პოლონეთი NATO-ში უკრაინის შედარებით სწრაფ გაწევრიანებას ემხრობა - მორავეცკი უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია - სუნაკი